samcxe-javaxeTis mxare  
  
 
 
 
 
 

adigenis municipaliteti
დაბა საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტისა და თემის ცენტრი. მდებარეობს ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მდინარე ოთის შესართავთან, ზღვუის დონიდან 1090 მეტრზე, საავტომობილო მაგსიტრალ ს 11-ზე, ქალაქ ახალციხიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 34 კმ-ზე, თბილისიდან 248 კმ. დაბაში შემორჩენილია X-XII სს-ის ხუროთმოძღვრების ძეგლები.

1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის ახალციხის მაზრაში შედიოდა, 1921 წლიდან - ახალციხის მაზრაში ტოლოშის რაიონის სახელით, 1930 წლიდან - ვალკე ტოლოშის რაიონია, 1933 წლიდან დაერქვა ასპინძის რაიონი. მუნიციპალიტეტის სამხრეთი საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს.

buneba

მდებარეობს ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია თრიალეთის მთების კალთებით, სამხრეთიდან - ერუშეთის მთების კალთებით. ტერიტორია შეადგენს 825 კვ.კმ-ს, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 540 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა მტკვარი. მისის შენაკადებია: ფარავანი, ოთა, ოშორა და სხვები. სოფელ ნაქალაქევში მდებარეობს წუნდის ტბა.

ასპინძის მუნიციპალიტეტი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით:

ბაზალტი - საყუდაბელი, ორგორა, ტოლოში, ძველი, ხერთვისი, ხიზაბავრა, სარო
მარმარილო და დიატომიტი - ჭობარეთი
ტუფი - ვარგავი, ძველი
ანდეზიტი - ხიზაბავრა, სარო
ტეშენიტი - ნაქალაქევი, ტოლოში
ვულკანური წიდა - ორგორა, ძველი
თერმული და რადიოაქტიური წყლები - ასპინძა, ნაქალაქევი

kultura

მუნიციპალიტეტში 22 საჯარო სკოლაა, 24 ბიბლიოთეკა, 2 თეატრი და 2 მუზეუმი (მხარეთმცოდნეობის).

istoria

სახელი სპარსულიდან შემოვიდა ქართულში, აღნიშნავდა დიდ გზაზე მდებარე სასტუმროს, დასასვენებელ სადგურს. ასპინძის, როგორც დასახლებული პუნქტის საწყისად მიჩნეულია 888 წელი.

XVI ს-ის ბოლოს დაიპყრო ოსმალეთის იმპერიამ. ამ დროს ასპინძა დიდი სოფელი ყოფილა. "გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" შედგენის დროს ასპინძა ყოფილა 50 კომლიანი სოფელი ბაღებითა და ვენახებით და 25 000 ახჩა შემოსავლით. "სუმბატ დავითის ძის ქრონიკაში" ასპინძა მოხსენიებულია: "ჴევსა სამცხისასა, სოფელსა ასპინძას..." ვახუშტის მიხედვით: "ასპინძის თავს და აგარის ბოლოს არს ციხე კლდესა შენი, მაგარი.

1625 წელს ასპინძასთან გაიმართა ბრძოლა, რომელშიც გიორგი სააკაძემ დაამარცხა ყიზილბაშები. 1770 წლის ასპინძის ბრძოლაში ერეკლე II-მ დაამარცხა ოსმალებისა და ლეკების შეერთებული ლაშქარი.

ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად, 1829 წელს, იგი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ექვთიმე თაყაიშვილის აღწერის მიხედვით ასპინძა უკვე დიდი სოფელი და ახალციხიდან ახალქალაქამდე სიდიდით მეორე საფოსტო სადგური იყო. დაბის სტატუსი მიენიჭა 1961 წელს. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა მეცხოველეობის, მეხილეობისა და მემინდვრეობის მეურნეობა, სამკერვალო და საკონდიტრო ფაბრიკები.

kurorti

ასპინძაში მთის სტეპის ყჰავაა, იცის ცივი, მცირეთოვლიანი ზამთარი და ხანგრძლივი, თბილი ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -2,2°C, აგვისტოსი 20,3°C; საშუალო წლიური ტემპერატურაა 9,4°C. აბსოლუტური მინიმუმი -29°C, აბსოლუტური მაქსიმუმი 39°C.

>ასპინძა ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტია დაბაში არსებული თერმული წყლების გამო. სამკურნალო ფაქტორია მცირე მინერალიზაციის (0,9 გ/ლ) გოგირდ-წყალბადიანი ქლორიდულ-ნატრიუმ-კალციუმიანი თერმული (42°C) წყალი (დებიტი 0,5 მლნ ლ/დღ-ღ). წყალს იყენებენ აბაზანებისთვის. სამედიცინო ჩვენება: საყრდენ-სამოძრაო ორგანოთა, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური დაავადებანი (ქრონ. სტადიაში).

demografia

2014 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობს 2793 კაცი.

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 3783
2002 3243
2014 2793

RirSesaniSnaobebi

ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 88 ისტორიული ძეგლია აღრიცხული. მათ შორისაა მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიები, მეჩეთები, ციხე-კოშკები, ასევე რამდენიმე ხიდი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ძეგლებია: ბუნების ძეგლებია გოდერძის გაქვავებული ტყე და ბენარის ფაუნა.


foto galerea

adigenis - soflebi

მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
კოორდინატები 41°40`37″ ჩ. გ. 42°42`31″ ა. გ.
ადმინისტრაციული ცენტრი
ადიგენი
ფართობი 799.6 კმ²
მოსახლეობა 16 462 კაცი კაცი (2014)
სიმჭიდროვე 21 კაცი/კმ²
ეროვნული 
შემადგენლობა
ქართველები 97,1 %
სომხები 2,3 %
რუსები 0,25 %
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 67,7 %
მუსლიმები 20,1 %
კათოლიკეები 9,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 (366)
საფოსტო ინდექსი 0300–0399
ოფიციალური საიტი http://adigeni.ge

 

 

ასპინძის გერბი ასპინძის დროშა

„გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“

ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი, მუხუდო, ოსპი, ცერცვი